Sunday, July 19, 2015

ტრენინგის მე - 9 ,დამაგვირგვინებელი , დღე

ტრენინგის ეს დღე განსაკუთრებით გამორჩეულია ,ვინაიდან , ჯერ ერთი , ჩვენი შრომის შედეგი ვნახეთ , მეორეც , დავიკმაყოფილეთ ცნობისმოყვარეობა- მივიღეთ პროექტის
სრულყოფილი ნიმუში.

ვნახეთ ტრენინგის ყველა მონაწილის პროექტი . თითოეულის შრომა დასაფასებელია , რადგან ჩანს სურვილი და მცდელობა სიახლის ათვისებისა და პედაგოგიურ პრაქტიკაში გამოყენებისა .

ჯგუფი იყო მეგობრული ,ვითანამშრომლეთ ,გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება .


აღსანიშნავია ჩვენი ტრენერის ,ნინო მარგიშვილის , პროფესიონალიზმი და მიდგომა პედაგოგების ახალი ტექნოლოგიებით სწავლებასთან მიმართებაში.


დიდი   მადლობა !

Saturday, July 18, 2015


ტრენინგის მე -8 დღე

  1 .დღევანდელ მეცადინეობაზე შევქმენით სკაფოლდინგის ნიმუში  - დამხმარე რესურსი ,რომელიც გამოგვადგება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის.

2.საინტერესო ოყო ჩვენი პორთფოლიოს ატვირთვა ბლოგზე  და გაზიარება.

Friday, July 17, 2015

ტრენინგის მე-7 დღე .

დავწერეთ პროექტის გეგმის სცენარი.

ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციის შეფასების რუბრიკაზე.

ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტისათვის საჭირო დიფერენცირებული სწალების საჭიროებები.

Sunday, July 12, 2015

ტრენინგის მე- 6 დღე

ეს სამუშაო დღეც ჩემთვის რაღაცა ახლის სწავლას ნამდვილად ნიშნავს .

1. სასწავლო პროექტის გეგმაში ვიმუშავეთ მოსწავლეების საბაზისო უნარ -ჩვევების განსაზღვრაზე . ჩამოვაყალიბეთ და ჩავწერეთ გეგმაში .

2. ყურადღება გამახვილდა სასწავლო პროცედურებზე , მისი საბოლოო ვარიანტად ჩამოყალიბება საშინაო დავალებად გვაქვს მომდევნო კვირისათვის

3.შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-  პრეზენტაცია , რომელიც ემსახურება მათი ინტერესის გაძლიერებას პროექტის თემისადმი. 

Saturday, July 11, 2015

ტრენინგის მე - 5 დღე

 1 .ვიმუშავე შეფასების სხვადასხვა მეთოდებზე . შევაჯამე  თითოეული მათგანი , აღვწერეთ რა შედეგს მოგვცემს მათი გამოყენება .

2. გავეცანით მე- 3 მოდულს. ვნახეთ როგორ ხდება ინტერნეტრესურსების მოძიება .წავიკითხეთ პრაქტიკული რჩევები ,რაც ესაჭიროება მოსწავლესაც და მასწავლებელსაც ინტერნეტში მუშაობის დროს .

3. მოვნახეთ ვიდეომასალა ჩვენი პროექტისათვის და გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე .
4.შევაფასეთ ვებგვერდი .

5.გავეცანით როგორ უნდა დავიცვათ კანონმდებლობა .
6.ვნახეთ რამდენად აქტუალურია კომუნიკაცია მსოფლიოსთან .



 


ინტერპრეტაცია - შუშანიკის წამება

შუშანიკის წამება (ნაწილი 1-2-3)

Sunday, July 5, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

1.გავეცანით პროექტის მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს.

2.განვიხილეთ ზოგადი ,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

3. ვიმუშავეთ ჯგუფებში .

4. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები,რომლებსაც გამოვიყენებთ პროექტზე მუშაობისას.

Saturday, July 4, 2015

მე-3 დღე

 მშობლებისათვის შევქმენით ბუკლეტი .
 2.გავეცანით ეროვნულ - სასწავლო გეგმას .
3.ჩვენი პროექტისთვის განვსაზღვრეთ სასწავლო მიზნები და ინდიკატორები 21 -ს. -ის უნარ -ჩვევების შესაბამისად.